რადიო „ოდიში +“ მაუწყებლობს FM 102.9 ზე სამეგრელოს მასშტაბით 24 საათის განმავლობაში. რადიოსადგურის მუსიკალური გადაცემების ფორმატი მოიცას მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურ ჰიტებს, დატვირთული ჯაზით, ცოტა ბლუზით და მსუბუქი როკით, რაც საშუალებას იძლევა მოუსმინოთ ყველაზე გემოვნებიანი მუსიკას.
მუსიკალურ გადაცემს ყოველ დღე მარიკა ხასაია, ირაკლი ადამია, მარიამ მითაგვარია, ცირა შამათავა და რეზი შეროზია უძღვებიან. ენერგიული წამყვანები დილის 8 საათიდან მსმენელისათვის პოზიტიურ განწყობას ქმნიან. გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს მსმენელთა თხოვნების მიღებას, ამიტომ წამყვანები ცდილობენ სხვადასხვა ჟანრის მოყვარულთა გემოვნება დააკმაყოფილონ და გადაცემა მრავალფეროვანი გახადონ.
სწორედ მუსიკალური გადაცემა და პოზიტიური წამყვანები გზავნიან მსმენელისთვის მესიჯს, რომ რადიო „ოდიში+“ არის „უახლესი ჰიტების ტალღა“.