რადიო „ოდიში +“ დღეიდან თანამედროვე პლატფორმას წარმოადგენს, იხილეთ განახლებული ვებგვერდი, მსმენელებო.
მთავარი იდეა ყველაზე ახალგაზრდა მსმენელებისთვის, რა თქმა უნდა, შენარჩუნებულია. დახვეწილი, მარტივი დიზაინის ვებგვერდზე დღეიდან თქვენ შეგეძლებათ Live-ში უსმინოთ თქვენთვის საყვარელ უახლეს ჰიტებს, გაეცნოთ რადიოში მიმდინარე ყველა სიახლეს, ჩვენს პოზიტიურ თანამშრომლებს,იხილოთ კვირის ალბომები და ნებისმიერ მელოდიას უსმინოთ ნებისმიერ დროს. ვებგვერდზე განთავსებულ ბლოგზე შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია საყვარელი მომღერლების შესახებ, გაეცნოთ მათ ბიოგრაფიას და უახლეს მოვლენებს. მსმენელი შეძლებს მოგვწეროს ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში „კონტაქტებიდან“. გარდა ამისა, საიტი ინტეგრირებულია სოციალურ ქსელებთან, რაც დაგეხმარებათ გაუზიაროთ მეგობრებს მელოდია, ახალი ინფორმაცია და რა თქმა უნდა თქვენი განწყობა. ვებგვერდი მორგებულია ტაბლეტ და მობილურ მოწყობილობებზე.