რადიო ,,ოდიში+“ 1999 წელს დაარსდა და მას შემდეგ წარმატებით მაუწყებლობს 102,9 მეგაჰერც სიხშირეზე. რადიოს დაფარვის ზონაში შედის სამეგრელოს რეგიონი და ნაწილობრივ აფხაზეთი. არსებობის მანძილზე რადიოსადგური გამორჩეული ფორმატითა და გადაცემების მრავალფეროვნებით მუდამ იყოს რეგიონში მოწინავე პოზიციებზე.
რადიო „ოდიში+“ ორიენტირებულია მსმენელისთვის ენერგიული და პოზიტიური განწყობის შექმნაზე, მიზნობრივი აუდიტორია 18-40 წლამდე გემოვნებიანი მსმენელია, მუსიკალური ფორმატი კი მათ საშუალებას აძლევს ეცნობოდნენ მსოფლიო მუსიკალურ ჰიტებსა და უახლეს, რეიტინგულ სიმღერებს.
რადიოსადგურის მუსიკალური გადაცემის წამყვანები მუდამ ცდილობენ გადასცენ მსმენელს დადებითი, ახალგაზრდული მუხტი, რაც იწვევს რადიოს განსაკუთრებულ პოპულარობას საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც უპირატესობას თანამედროვე მუსიკასა და საცეკვაო რითმს ანიჭებს.
ამჯამად, რადიო „ოდიში+ ის“ გუნდი აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ უახლოეს მომავალში მსმენელს ახალი, საინტერესო გადაცემები შესთავაზოს.